2020 წლის მსგავსად, ამჯერადაც ხელისუფლების მწვავე კრიტიკის სამიზნე ხდება არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“.
„ისფედი“ ამჯერადაც ხმებს პარალელურ რეჟიმში ითვლიდა, თუმცა შედეგები ამ წუთამდე არ არის გამოქვეყნებული. „ქართული ოცნება“ ორგანიზაციას მონაცემების გასაჯაროებისკენ მოუწოდებს. ადრესატი ამ ნაბიჯის გადადგმას საჭიროდ არ მიიჩნევს. „ისფედი“ ადასტურებს, რომ ცესკო-ს წინასწარი შედეგები და მათი პარალელური დათვლის შედეგად მიღებული ციფრები ერთმანეთს ემთხვევა, თუმცა არჩევნებამდე და არჩევნების დღეს გამოვლენილი დარღვევებიდან გამომდინარე ორგანიზაცია შედეგების ვალიდურობას ეჭვქვეშ აყენებს. ეს სწორედ ის ორგანიზაციაა, რომელმაც 2020 წლის არჩევნების დროს ცესკო-სგან გასხვავებული შედეგები გამოაქვეყნა, რამდენიმე კვირის შემდეგ კი ცდომილება შეცდომით ახსნა. თუმცა მანამდე სწორედ „ისფედის“ ციფრებს იშველიებდა ბოიკოტის რეჟიმში გადასული ოპოზიცია შედეგების გაყალბების მთავარ არგუმენტად. პაეიორის შემდეგ ყურადღების ცენტრშია ამერიკული კომპანია „ედისონ რისერჩიც“, რომელმაც ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით 26 ოქტომბერს ეგზიტპოლი ჩაატარა. ცესკო-სა და მის მონაცემებს შორის მკვეთრი სხვაობაა. სწორედ „ედისონ რისერჩის“ ეგზიტპოლია ამჯერად ოპოზიციისთვის არჩევნების მასობრივად გაყალბების ბრალდების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი.