2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს დილიდან აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.
სამართლიანმა არჩევნებმა საზოგადოებას ხმების პარალელური დათვლის შედეგებიც გააცნო. მათი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ხმების 59,1 პროცენტი მიიღო, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ — 40,9 პროცენტი.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ არჩევნების დღეს, მათ საუბნო კომისიებში წარადგინეს 53 საჩივარი, ხოლო საოლქო კომისიებში — 76.
ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე კენჭისყრის პროცესმა, ძირითადად, კანონით დაცვით ჩაიარა.