ისანში, ნადარეიშვილის ქუჩაზე ხანძრის შედეგად 3000 კვადრატული მეტრის ფართობის ტერიტორია დაიწვა. ადგილზე დილიდან 30 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული.
ხანძარი „ჯორჯიან პროდაქსის“ საწყობში გაჩნდა, სადაც ძვირადღირებულ დანადგარებთან ერთად საღებავებიც ინახებოდა.
ზარალის ზუსტი ოდენობა და ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია. კომპანია შინაური ცხოველების ავეჯს აწარმოებდა. საწარმო „აწარმოე საქართველოს“ პროექტის ფარგლებში იყო დაფინანსებული.