ირმა ინაშვილის ინიციატივა

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდზე ხელისუფლებას 138/12-ზე ან 135/15-ზე – პროპორციული სიის დეპუტატებისა და მაჟორიტარების ასეთ თანაფარდობას შესთავაზებს. აღნიშნული ინიციატივის შესახებ მან პირველად საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ ისაუბრა.

ასევე, ირმა ინაშვილი ხელისუფლებას სთავაზობს, რომ არჩევნებში მონაწილეობა მოქალაქეებისთვის სავალდებულო გახდეს. ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი. უმრავლესობამ ოპოზიციას ბოლო რაუნდზე დეპუტატების 100/50-ზე გადანაწილება შესთავაზა, თუმცა კონსენსუსი ამ დრომდე მიუღწეველია.

თავისუფალი ხედვა