საქართველოს პირველი არხის ერთ-ერთი პირველი დიქტორი, ირმა გურიელი დღეს იუბილარია.
დიქტორობაზე არასდროს უოცნებია, თუმცა პირველივე მოსმენიდან შეარჩიეს და 1968 წლიდან, წლების განმავლობაში ყოველდღე მაყურებელს საქართველოს ტელევიზიის ცისფერი ეკრანებიდან ესალმებოდა. აიხდინა ბავშვობის ოცნებაც გამხდარიყო კინომსახიობი და 1980 წლიდან არაერთ სატელევიზიო სპექტაკლში მაყურებელს თავი სახასიათო როლებით დაამახსოვრა. მის ლექსებზე შექმნილი 70-ზე მეტი სიმღერა საქართველოს ტელე-რადიო ფონდშია დაცული.
დიქტორს, მსახიობსა და პოეტს დღეს 80 წელი შეუსრულდა.