ირლანდიის სენატმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო, რომლითაც მოუწოდებს ევროკავშირს, მიანიჭოს საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. სენატი მხარს უჭერს, ევროკავშირის გაფართოებას ევროპული ნორმებისა და ღირებულებების მქონე იმ ქვეყნების გაწევრიანებით, რომლებიც პირნათლად ასრულებენ ნაკისრ ვალდებულებებსა და აგრძელებენ ძალისხმევას ევროინტეგრაციის გზაზე.
რეზოლუციაში საუბარია იმ პროგრესზეც, რომელსაც საქართველომ მიაღწია და ხაზგასმულია, რომ გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ასოცირებული ტრიოს წევრი ქვეყნების მიმართ ერთიანი მიდგომა დაფიქსირდეს.