ირლანდია ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის მომხრეა და ეს გულისხმობს საქართველოსაც, რომელსაც სტრატეგიული მდებარეობა აქვს და მას ჩვენი დახმარება სჭირდება – ამის შესახებ ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. საიმონ კოვენმა სენატორი გარი განანის კითხვას უპასუხა, რომელიც საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ირლანდიის მთავრობის პოზიციას შეეხებოდა. ირლანდიის პარლამენტის საგარეო საქმეთა და თავდაცვის გაერთიანებული კომიტეტის სხდომის ფარგლებში გამართული მოსმენის დროს, მინისტრმა განმარტა, რომ ირლანდიას სურს მშვიდობა იმ ქვეყნებში, რომლებსაც ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი აქვთ და საქართველო, მისი განცხადებით, ერთ-ერთი მათგანია.