ირლანდიის დელეგაციის ვიზიტი

ირლანდიის რესპუბლიკის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა შალვა პაპუაშვილი. ისაუბრეს ირლანდიის სენატის მიერ მიღებულ, საქართველოს მხარდამჭერ მორიგ რეზოლუციაზე, რომელიც ევროკავშირს მოუწოდებს, საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს. განიხილეს არსებული თანამშრომლობა და სამომავლო პერსპექტივები. აღინიშნა, რომ ირლანდიის რესპუბლიკა გააგრძელებს საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერას. ვიზიტის ფარგლებში, დისკუსია გაიმართა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილთან. ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის მჭიდრო ურთიერთობაზე. საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის ქვეყნის სტატუსის საკითხს.