„ასოციაცია კულტურათა დიალოგი და საქართველოს მხატვართა გალერეის „ოპიზარის“ თანამშრომლობით, კანადელი მხატვრისა და მწერლის ირინა აზარესკოვას პერსონალური გამოფენა გაიმართა. ეს არის ექსპოზიცია სახელწოდებით „ფიქრები საქართველოზე“.
გამოფენა 26 ნამუშევარს აერთიანებს, უმრავლესობა სწორედ თბილისში ყოფნისას არის შესრულებული. გამოფენა კიდევ სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.