IRI-ის რეიტინგები და გამოხმაურება 

თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ გასაჯაროებული კვლევა არაერთგვაროვანი შეფასებების მიზეზი ხდება.

აიარაის“ მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს პოლიტიკური სპექტრის უდიდესი ნაწილი უნდობლობას უცხადებს. თუმცა, ოპოზიციის ნაწილის განცხადებით, კვლევის შედგებით დასტურდება, რომ საზოგადოების უმრავლესობას ცვლილებები სურს. ხელისუფლების ოპონენტები იმასაც აცხადებენ, რომ „აიარაის“ კვლევით რიგგარეშე არჩევნების ჩატარების ალბათობა კიდევ უფრო გაიზარდა. სრულ უნდობლობას უცხადებენ კვლევის შედეგებს მმართველ გუნდში. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს კითხვები საველე სამუშაოების შემსრულებელ კომპანისთან აქვთ. მმართველი გუნდის განცხადებით, პარტიების მხარდამჭერთა რეალური რაოდენობა ორ ოქტომბერს გაირკვევა.