ირანთან დაკავშირებით რეზოლუციას კენჭს უყრიან

ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატა, კენჭს უყრის რეზოლუციის პროექტს, რომელიც დონალდ ტრამპისთვის, ირანთან დაკავშირებით სამხედრო მოქმედებების შეზღუდვას ითვალისწინებს. ამის შესახებ წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა. აღსანიშნავია, რომ 8 იანვარს, ტრამპის ადმინისტრაციის წევრები, მათ შორის მაიკ პომპეო, კონგრესის წევრებს შეხვდნენ და ერაყში ირანელი გენერლის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.