ირანელი გამომძიებლების წინასწარი ანგარიშის თანახმად, უკრაინულ თვითმფრინავს ცეცხლი ჩამოვარდნამდე წაეკიდა. ირანის სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაცია, ინფორმაციას თვითმხილველებისა და სხვა თვითმფრინავის ეკიპაჟზე დაყრდნობით ავრცელებს. ირანული მხარის ცნობით, სამგზავრო ლაინერს, რომელმაც გეგმური ტექნიკური შემოწმება ბოლოს 6 იანვარს გაიარა, ტექნიკური პრობლემა აფრენიდან მალევე შეექმნა, რის გამოც, თვითმფრინავმა ჩამოვარდნამდე უახლოესი აეროპორტისკენ აიღო გეზი. ამას გარდა, „როიტერის“ ცნობით, დასავლური სპეცსამსახურების წინასწარი შეფასების თანახმად, თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა.