ირანში ანტისახელისუფლებო საპროტესტო აქციების დარბევას თეთრი სახლი აკრიტიკებს
თეირანში, ისპაჰანსა და ქერმან-შახში გამართული ანტისახელისუფლებო საპროტესტო აქციების დარბევას თეთრი სახლი მწვავედ აკრიტიკებს. ვაშინგტონის პოზიციაა, ირანის მთავრობამ პატივის სცეს მოქალაქეების აზრს და გამოხატვის თავისუფლებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მსოფლიო რეაგირებას მოახდენს.
მთავრობის წინააღმდეგ აქციები ირანის დედაქალაქსა და სხვა რამდენიმე ქალაქში მესამე დღეა იმართება. ასობით დემონსტრანტი მთავრობას კორუფციაში ადანაშაულებს და პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს. პოლიციამ დემონსტრანტები ძალის გამოყენებით დაარბია. ათობით აქტივისტი დაკავებულია.