ირანში ახალი სულიერი ლიდერი აირჩიეს

ირანში აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი, მოჯთაბა მის შემცვლელად აირჩიეს, –  ინფორმაციას საერთაშორისო მედია ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. 56 წლის მოჯთაბა ხამენეი ირანის უზენაესი სულიერი ლიდერის თანამდებობაზე ექსპერტთა ასამბლეის წევრებმა აირჩიეს, თუმცა, ვიდრე ის მოვალეობის შესრულებას შეუდგება, ქვეყანას სამი წევრისგან შემდგარი საბჭო მართავს. მისი წევრები არიან: ირანის პრეზიდენტი, სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელი და მოხალისეთა პარამილიტარული დაჯგუფების ხელმძღვანელი.

პარალელურად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოჯთაბა ხამენეი, შესაძლოა, გასულ კვირას განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად დაჭრილი იყოს.