2015 წელს ირანთან მიღწეული ბირთვული შეთანხმების დარღვევის გამო, ისრაელი თეირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედების სცენარს განიხილავს. თელ-ავივი ირანს ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობაში სდებს ბრალს, რაც ისრაელის უსაფრთხოების მთავარი გამოწვევაა. შექმნილ ვითარებაში აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ირანთან მოლაპარაკებისა და ბირთვული შეთანხმების განახლების მომხრეა. თავის მხრივ, თეირანი ხელშეკრულების დარღვევაზე სრულ პასუხისმგებლობას ვაშინგტონს აკისრებს, ისრაელის მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში კი, პირდაპირ თელ-ავივზე იერიშით იმუქრება.
მოამბე