ირანული მედიის ინფორმაციით, რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამხედროებმა ამერიკული უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავი ჩამოაგდეს
ირანული მედიის ინფორმაციით, რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამხედროებმა ამერიკული უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავი (არქიუ-4 გლობალ ჰოუქ) ჩამოაგდეს. ირანის არმიაში აცხადებენ, რომ ამერიკულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა ირანის საჰაერო სივრცე დაარღვია და სამხრეთ სანაპირო ჰორმუზგანის პროვინციაში შევიდა. აღნიშნული ტერიტორია ორმუზის სრუტის მახლობლად მდებარეობს. თეირანში ამბობენ, რომ მზვერავი თვითმფრინავი საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო.
მოგვიანებით აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ უპილოტო თვითმფრინავის ჩამოგდება დაადასტურა. ამერიკელმა სამხედროებმა თქვეს, რომ საფრენი აპარატი ორმუზის სრუტის თავზე საერთაშორისო საჰაერო სივრცეში იმყოფებოდა.