ირანის უპრეცედენტო იერიში ისრაელზე, – ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი კიდევ უფრო მწვავდება და ფართოვდება. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, თეირანმა პირველად განახორციელა იერიში უშუალოდ ირანის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით. გამოყენებული იყო 300 უპილოტო საფრენი აპარატი და რაკეტა. როგორც ისრაელში აცხადებენ, მათ დრონებისა და რაკეტების 99 პროცენტი გაანადგურეს. როგორც ცნობილია, ისრაელს ირანის იერიშის მოგერიებაში მოკავშირეები დაეხმარნენ. მათ შორის შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი. ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონის მხარდაჭერა ისრაელის მიმართ ურყევია. თავდასხმა ირანის მხრიდან გვიან ღამის დაიწყო და რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა.
რა ხდებოდა მთელი ღამის განმავლობაში, რა ვითარებაა ახლა და როგორია მსოფლიო გამოხმაურებები, – ლევან ახალაია დეტალებით.