ირანის მუქარა
ნებისმიერი ქვეყანა ან ძალა, რომელიც ამერიკას ირანზე შესაძლო ახალი თავდასხმის განხორციელებაში დაეხმარება, ისლამური რესპუბლიკის ლეგიტიმური სამიზნე გახდება – ამის შესახებ „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდლის უფროსმა მრჩეველმა ბრიგადის გენერალმა განაცხადა.
ალი ბალალის განცხადებით, ირანის სარაკეტო ბაზებს საკმარისი მოქმედების რადიუსი გააჩნიათ იმისთვის, რომ დაარტყან სამიზნეებს ისრაელში და ამერიკის სამხედრო ბაზებზე.
მან ასევე აღნიშნა, რომ რაკეტა „სპარსეთის ყურე“ სწორედ იმ მიზნით შეიქმნა, რომ რეგიონიდან ამერიკული ავიამზიდები განდევნოს.