ამ წუთებში სასტუმრო „ჰუალინგში“ პროკურორთა კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენციაზე საპროკურორო საბჭოს ხუთი წევრი უნდა აირჩიონ. ღონისძიების დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა გენერალურმა პროკურორმა. ირაკლი შოთაძემ გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს უპასუხა.