ირაკლი შოთაძე თანამდებობიდან გადადგა - განცხადებები პარლამენტში

მთავარი პროკურატურის მიმართ კითხვები და პრეტენზიები აქვთ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებსაც. არაკვალიფიციურად ჩატარებული გამოძიების არგუმენტით ირაკლი შოთაძის გადადგომას დღეს „ქართული ოცნების” რამდენიმე დეპუტატიც ითხოვდა.

უკვე ყოფილი მთავარი პროკურორის გადაწყვეტილებას მმართველი გუნდი დადებითად აფასებს და ხაზს უსვამს, რომ ამ ნაბიჯით შოთაძემ პასუხისმგებლობა აიღო.

საგამოძიებო უწყების პირველი პირის გადადგომას მიესალმება ოპოზიციაც, თუმცა ოპონენტებისთვის მხოლოდ ეს გადაწყვეტილება საკმარისი არ არის.