20-21 ივნისის საქმეზე „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ორქუაშვილის პროცესი მიმდინარეობს. პროცესზე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმე, „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია დაიკითხა. ხოშტარიამ გაიხსენა 20 ივნისის ღამე და აღნიშნა, რომ ირაკლი ოქრუაშვილის მხრიდან არანაირი საუბარი არ ყოფილა სადმე შესვლაზე.
დაცვის მხარის მოწმის მტკიცებით, აქციაზე კანონს არღვევდნენ პოლიციელები და არა აქციის მონაწილეები. დაცვის მხარეს მოლოდინი აქვს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გუშინდელი მოლაპარაკებების შემდეგ, პროკურატურა ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეცვლაზე იმსჯელებს.