ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. მას პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მონაწილეობაში სდებს ბრალს. საქმის მასალები ადვოკატს რამდენიმე წუთში გადაეცემა.
რა პოზიცია აქვს ირაკლი ოქრუაშვილის უფლებადამცველს და რა განცხადებას აკეთებს ის წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით, ამას გიორგი კობერიძე გვეტყვის, რომელიც პირდაპირ ეთერში გვერთვება.