ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილის პროცესი მიმდინარეობს.

სხდომას ბრალდებულიც ესწრება. როგორც ცნობილია ოქრუაშვილს 20 ივნისის აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავებიან. მას ამ საქმეზე 3 ადვოკატი იცავს. სხდომას ოქრუაშვილის თანაგუნდელები ესწრებიან, რომლებიც ბრალდების საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.