ირაკლი ოქრუაშვილის საქმე

ირაკლი ოქრუაშვილისთვის შეფარდებული პატიმრობა სააპელაციო სასამართლოში საჩივრდება.

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ადვოკატები პოლიტიკურ მოტივზე და მათი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებების არარსებობაზე მიუთითებენ და ხაზს უსვამენ, რომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საფუძველი საერთოდ არ არსებობდა. კითხვები აქვს მესამე სექტორის ნაწილსაც.

უფლებადამცველები სამართალდამცავ უწყებას საქმის მასალების გასაჯაროებას და მონიტორინგის უფლებას სთხოვენ.

საქმეზე, რომელსაც ოქრუაშვილს ედავებიან, შინაპატიმრობა უკვე შეფარდებული აქვს ნიკა მელიას, ამავე საქმეზე დაკითხულები არიან გიგი უგულავა, გიორგი ბარამიძე და გუბაზ სანიკიძე.

გამოძიების ვერსიით, 20-21 ივნისის მოვლენების დროს „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი პარლამენტში ძალადობრივად შეჭრას ცდილობდა და ამავე ქმედებისკენ მოუწოდებდა ადგილზე მყოფებსაც.

ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში დაბრუნებიდან ხუთ დღეში, 25 ივლისს დააკავეს.