ირაკლი ოქრუაშვილი აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება.
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ახალი პოლიტიკური მოძრაობა დააფუძნა. ძირითადად ძველი სახეებით დაკომპლექტებული გაერთიანება, სახელწოდებით „გამარჯვებული საქართველო“, მთავარ მიზნად ხელისუფლებიდან „ქართული ოცნების“ ჩამოშორებას ასახელებს. მოძრაობის უახლოეს გეგმებს შორის ყრილობის ჩატარება და საპარლამენტო არჩევნებისთვის მომზადებაა. ახლადშექმნილი მოძრაობა ყველა პოლიტიკურ ძალასთან სათანამშრომლოდ მზადაა. მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობასთანაც“, რომლის მმართველობის დროს, ოქრუაშვილი ხელისუფლებიდან ჯერ ოპოზიციაში წავიდა, შემდეგ გისოსებს მიღმა აღმოჩნდა, მოგვიანებით კი, ქვეყნის დატოვება მოუხდა.
ექს-მაღალჩინოსნის გაერთიანების დაფუძნებას ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია. სიტუაცია მაშინ დაიძაბა, როდესაც პრეზენტაციის ადგილზე, ბუტა რობაქიძის მამა მივიდა.