ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების საქმე

გალის რუსულ სამხედრო ბაზაზე გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას საქმეზე საერთაშორისო საზოგადოება რუსეთისგან განმარტებებს ითხოვს.

მოსკოვი დუმს. დამატებით ინფორმაციას აღარ ავრცელებს საოკუპაციო რეჟიმიც, რომლის ვერსიას თვითმკვლელობის შესახებ ცხედარზე ნაპოვნი დაზიანებები კიდევ უფრო საეჭვოს ხდის.

ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დაკავებული და საათნახევარში გარდაცვლილი კვარაცხელიას ბურუსით მოცულ საქმეზე ინფორმირებულია ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია.

ჟენევის მოლაპარაკების თანათავმჯდომარეები, რომლებიც გარდაცვალების მიზეზების გასარკვევად საოკუპაციო რეჟიმს შეხვდნენ, სოხუმიდან უკვე დაბრუნდნენ.