ბათუმის საქალაქო სასამართლოში კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრი, ირაკლი კუპრაძე მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა. ის სხდომათა დარბაზში თითქმის ორი საათის განმავლობაში იმყოფებოდა. გამოძიება საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით უკვე ორი კვირაა მიმდინარეობს. გამოკითხვაზე დაბარებულია „ძლიერი საქართველოს“ კიდევ ერთი წევრი, საბა ბუაძე, ასევე პარტია „ახალის“ ლიდერი, თენგო თევზაძე და „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა. სხვა ოპოზიციონერი ლიდერების მსგავსად, ისინი პროკურატურას უნდობლობას უცხადებენ და გამოძიების კითხვებს მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით უპასუხებენ. მოთხოვნებს შორის რჩება საერთაშორისო გამოძიების დაწყება. მაგისტრი მოსამართლის წინაშე უკვე გამოიკითხნენ მამუკა ხაზარაძე, ზურა გირჩი ჯაფარიძე და ნათია მეზვრიშვილი. გამოკითხვაზე დაბარებულია საქართველოს პრეზიდენტიც, თუმცა სალომე ზურაბიშვილი უწყებაში მისვლას არ აპირებს.