საქართველოს მთავრობის მეთაურის ოფიციალური ვიზიტი აშშ-ში – ირაკლი კობახიძე შეერთებულ შტატებში დელეგაციასთან ერთად იმყოფება. პრემიერ-მინისტრი 25 სექტემბერს გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. წინასწარი ინფორმაციით, ყურადღებას მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებსა და ქვეყნის ევროპულ მომავალზე გაამახვილებს.
ნიუ იორკში ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს „მომავლის სამიტში“, რომელიც გერმანიის კანცლერისა და ნამიბიის პრეზიდენტის ორგანიზებით იმართება. დაგეგმილია საქართველოს პრემიერის შეხვედრა გაერო-ს გენერალურ მდივანთან, ანტონიუ გუტიერეშთან. მთავრობის მეთაური ასევე დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისა და მისი მეუღლის სახელით გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის მონაწილე დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად გაიმართება.
სალომე ქოქიაშვილი დეტალებით.