„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ამერიკის ელჩს შეხვდა. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის თანამშრომლობას. ირაკლი კობახიძემ გამოთქვა რწმენა, რომ რობინ დანიგანის ელჩობის პირობებში სტრატეგიული პარტნიორობა და თანამშრომლობა მნიშვნელოვნად განმტკიცდება და გაღრმავდება. ასევე განიხილეს საქართველოში არსებული პოლიტიკური პროცესები. აქცენტი გაკეთდა კანდიდატის სტატუსის მიღებაზე და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.