ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის მთავარი მიზანი იყო გადატრიალება და საქართვლოს ომში ჩართვა. მისივე თქმით, ეს გეგმა ხელისუფლებამ ჩაშალა. კობახიძის ინფორმაციით, სააკაშვილი ხელისუფლებაში „ლელოსთან“ და გახარიასთან ერთად აპირებს დაბრუნებას.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებას ოპონენტების კრიტიკა მოჰყვა. ბრალდების ადრესატებმა კი მის სიტყვებს აბსურდული უწოდეს.