ირაკლი კობახიძის განცხადება

„ომისა და მშვიდობის შედარება არის პრინციპული, რათა საზოგადოებამ გააკეთოს სწორი არჩევანი“- ასე უპასუხა საქართველოს პრემიერმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ის რაც გამოსახულია სურათებზე, დიდი ბრძოლის ფასად იქნა თავიდან არიდებული. როგორც კობახიძემ აღნიშნა, საზოგადოებამ კარგად უნდა გაიაზროს, რა არის ომის ფასი.

პრემიერი დღეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ჯო ბაიდენის მიღებაზე მიწვევის გაუქმების საკითხს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები არის დიდი სახელმწიფო და გაბუტვა არ შეშვენის. „ბაიდენთან ხელის ჩამორთმევას თუ ვახშამს ესწრებოდა რამდენიმე ათეული ავტორიტარული სახელმწიფოს ლიდერი, ეს უნდა იცოდეს საზოგადოებამ და თავად გამოიტანოს დასკვნები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.