„უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტმა ამოქმედების გარეშე მოიტანა იმაზე დიდი შედეგი, ვიდრე თუნდაც ამოქმედებით შეეძლო მოეტანა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ირაკლი კობახიძემ გასული კვირის განმავლობაში საქართველოში განვითარებული მოვლენები შეაჯამა. მისი თქმით, პროცესებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უდრის ძალადობას. ამასთან, როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, გასული კვირის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა, „ექსტრემისტული ახალგაზრდული პოლიტიკური დაჯგუფებები გამოააშკარავა, რომელთა მეშვეობითაც იყო ორგანიზებული ძალადობრივი ქმედებები სახელმწიფოს წინააღმდეგ“.