ბრიფინგი გამართა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რომელმაც სამართალდამცავების მიმართ ძალადობის შემთხვევებზე ისაუბრა. მისი თქმით, არის სერიოზული ფიზიკური დაზიანების შემთხვევები სამართალდამცველების შემთხვევაში და ნებისმიერი კანონდამრღვევი კანონის მთელი სიმკაცრით იქნება დასჯილი. ირაკლი კობახიძის თქმით, სამართალდამცავი ორგანოები იმოქმედებენ პროპორციულობის პრინციპის დაცვით და არავითარ შემთხვევაში დარბევა არ იქნება.