ქვეყნის დემოგრაფიული ტენდენციების გაუმჯობესებაზე ვინც ზრუნავს, არა სპეკულაციებით, არამედ საქმიანი წინადადებებით უნდა იყოს დაკავებული, – წერს ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში. მისი განცხადებით, ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების შემდეგ, საქართველოს მაქსიმალურად ოპტიმალური მონაცემები აქვს.
2018-21 წლებში უარყოფითმა მიგრაციულმა სალდომ მხოლოდ 29 ათასი შეადგინა, ეს მონაცემი 2004-12 წლებში 221 ათასი იყო. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ასევე აცხადებს, რომ საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობა და ტენდენციები სერიოზულ ყურადღებას საჭიროებს. თუმცა, ამ თემაზე სჭარბობს სპეკულაციები და უტრირებული განცხადებები, რაც სათანადო პასუხს მოითხოვს.