ირაკლი კობახიძის განცხადება

პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ ეხმაურება ირაკლი კობახიძე.

ბაქოში მყოფი პარლამენტის თავმჯდომარე მზად არის, რომ მომხდარზე გარკვეული ტიპის პასუხისმგებლობა აიღოს, დისკუსიებში ჩაერთოს და ყველა კითხვას გასცეს პასუხი. როგორც პარლამენტის სპიკერი განმარტავს, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის გასამართად მომზადებულ სამუშაო გეგმაში არსად ეწერა, რომ დღევანდელი სხდომა სერგეი გავრილოვს უნდა გაეხსნა.

ნოდარ ჩაჩუა გაგვაცნობს, ბაქოში ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას.