ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ რადიკალურ ოპოზიციას არჩევნების დღესთან დაკავშირებით დესტრუქციული გეგმები აქვს. მისი თქმით, იგეგმება ერთი და იგივე საკითხებზე სხვადასხვა წარმომადგენლისა და დამკვირვებლის მიერ საჩივრების დიდი რაოდენობით შეტანა, რათა ხელოვნურად შეიქმნას საჩივრების კუთხით მაღალი სტატისტიკა. კობახიძის ინფორმაციით, მთელ რიგ უბნებზე იგეგმება მნიშვნელოვანი ინვენტარის ან დოკუმენტაციის, მაგალითად, რეგისტრატორის ან კომისიის ბეჭდის, სარეგისტრაციო ჟურნალის, ჩანაწერთა წიგნის დაზიანება ან მოპარვა. აღნიშნულ განცხადებას უპასუხეს ოპოზიციაში.