ირაკლი კობახიძემ დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს საკითხებზე საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი მიიღო
საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ საქართველო-დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრები. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი, ჯონათან ჯანოღლი და დელეგაცია მიიღო.
დელეგაცია საქართველოს 26 მაისისთვის ეწვია. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებსა და ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს.