ირაკლი კობახიძე: ვულოცავ ყველას, ვინც ამ ბრწყინვალე დღესასწაულს დღეს ზეიმობს

ქრისტიანული სამყაროს დიდ ნაწილს შობის დადგომას ულოცავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეც.

მაცხოვრის შობა არის განწმენდის, ხსნისა და განახლების სიმბოლო და საწყისი ახალი, ნათელი ცხოვრებისა. ესაა დღესასწაული, რომელიც გამორჩეულია ყველა ქრისტიანისთვის და განსაკუთრებით ჩვენი ხალხისთვის, რადგან ქრისტიანობა ქართველი ერის ჩამოყალიბების ფუნდამენტად იქცა.

საქართველოს პარლამენტის სახელით, ვულოცავ ყველას, ვინც ამ ბრწყინვალე დღესასწაულს დღეს ზეიმობს. მშვიდობიან, წარმატებულ და სიყვარულით სავსე ცხოვრებას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს,- ეს იყო პარლამენტის თავმჯდომარის მილოცვა.