ვაშინგტონში ოთხი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეების დისკუსიის შემდეგ გაიმართა შეხვედრა სენატორებთან. მრავალმხრივ შეხვედრას საქართველოს მხრიდან ირაკლი კობახიძე ესწრებოდა. სენატორებმა სპიკერებთან მოლაპარაკებების დროს ყურადღება რუსეთის თემაზე გაამახვილეს, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის კონფლიქტების კონტექსტში, ასევე გამოთქვეს საკუთარი პოზიცია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ მიმდინარე თვეში გაკეთებულ განცხადებაზე, დიდი შვიდიანის ფორუმში რუსეთის დაბრუნებასთან დაკავშირებით.