ირაკლი კობახიძე - პრემიერ-მინისტრი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების პროცესში აქტიურად არის ჩართული

პრემიერ-მინისტრი აქტიურად არის ჩართული პროცესში, რომელიც არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან და ასევე, ჩვენი ორი თანამოქალაქის გათავისუფლებასთან არის დაკავშირებული. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ პირველი არხის ეთერში გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს დღეებში ეს პროცესი დასრულდება. პარლამენტის თავმჯდომარემ, ასევე რუსეთთან არსებული წითელი ხაზების შესახებ გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ეს დეოკუპაციასთან არის დაკავშირებული.