ამ წუთებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პოლონეთის რესპუბლიკის პრემიერ- მინისტრს მატეუს მორავიეცკის ხვდება. 49 წლის პრემიერმა ეს პოსტი გასულ კვირას დაიკავა, მას შემდეგ, რაც საკუთარი ვადის ამოწურვამდე თანამდებობა დატოვა ბეატა შიდვომ.
დღესვე ირაკლი კობახიძეს დელეგაციის წევრებთან ერთად მიიღებს სენატის მარშალი სტანისლავ კარჩევსკი და სეიმის მარშალი მარეკ კუჩინსკი.
ვარშავაში სენატს, სეიმსა და საქართველოს პარლამენტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდება.