საქართველოში NDI-ის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარე. ირაკლი კობახიძის თქმით, ხელისუფლების მთავარი ამოცანა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფაა. მისივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ლაპარაკი წინასაარჩევნო გარემოს შეეხო.
სპიკერის შეფასებით, პასუხი NDI-ის წარმომადგენლების ყველა შეკითხვას გაეცა.