პარლამენტის თავმჯდომარე ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის ხელმძღვანელის მოადგილეს, მეგან ფიცჯერალდს და პოლიტიკურ ანალიტიკოსს, გაბრიელა სკულოვას შეხვდა.
მხარეებმა წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისა და მეორე ტურისთვის მზადების პროცესის შესახებ ისაუბრეს.
ყურადღება გამახვილდა საპრეზიდენტო არჩევნების თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში ჩატარების, ასევე, არჩევნებზე მონიტორინგის პროცესში, საერთაშორისო დამკვირვებელთა აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობაზე.