საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კვიპროსელ კოლეგას, დიმიტრის სილურისის შეხვდა.
შეხვედრაზე, მხარეებმა საქართველოში გატარებულ რეფორმებზე, ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე ტურიზმსა და ეკონომიკაზე ისაუბრეს.
ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა, რომ კვიპროსის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის საქართველოში სტუმრობა ისტორიულია, რადგან დღემდე ამ დონის ვიზიტი არ გამართულა.
თავის მხრივ, დიმიტრის სილურისმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო დონეზე ქვეყნების თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, მათ შორის იმ საკითხების გარშემო, რაც საქართველოს ევროინტეგრაციას ეხება. ამასთან, კვიპროსელმა სტუმარმა განაცხადა, რომ კვიპროსში, ლამაზ რეგიონში ქართული მონასტერი აშენდება.