ირაკლი კობახიძე კათოლიკური, სომეხთა სამოციქულო და ევანგელურ-ლუთერული ეკლესიების მრევლს აღდგომას ულოცავს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კათოლიკური, სომეხთა სამოციქულო და ევანგელურ-ლუთერული ეკლესიების მრევლს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.
„ყველას, ვინც დღეს უდიდეს დღესასწაულს – ქრისტეს აღდგომას ზეიმობს, ჩვენს თანამემამულეებს, კათოლიკური, სომეხთა სამოციქულო და ლუთერული ეკლესიების მრევლს, ვულოცავ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს. აღდგომა განახლების და სიცოცხლის დღესასწაულია და უდიდესი სიხარულია ყველა ქრისტიანისათვის. ვუერთდები მათ დიდ სიხარულს და ვუსურვებ მშვიდობას, წარმატებას და წინსვლას“, – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.