20-22 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკას ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში პირველ შეხვედრას ირაკლი კობახიძე ბელარუსის პრეზიდენტთან ალექსანდრ ლუკაშენკოსთან გამართავს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ეროვნული კრების რესპუბლიკის საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდება, ასევე დაგეგმილია ირაკლი კობახიძის შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარესთან, პრემიერ-მინისტრთან და ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთან.