ირაკლი კობახიძე აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის არჩევის საკითხს გამოეხმაურა

პრეზიდენტი პირველი უნდა იყოს, ვინც კითხულობს და სწორად კითხულობს კონსტიტუციას, თუმცა, ამ კუთხით პრობლემებს ვხედავთ, – ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ გიორგი მარგველაშვილის განცხადებებზე საპასუხოდ გააკეთა. ჟურნალისტებთან საუბარში ირაკლი კობახიძე აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის არჩევის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის კომენტარები მისთვის გაუგებარი იყო.

პარლამენტის თავმჯდომარე იმედს გამოთქვამს, რომ გიორგი მარგველაშვილი გადაწყვეტილებას სწორედ კონსტიტუციის გათვალისწინებით მიიღებს.

აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე, „ქართული ოცნების“ კანდიდატის და მიმდინარე შერჩევის პროცესის შესახებ კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრმაც.