საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და მას ალტერნატივა არ გააჩნია, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელს. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ოფიციალური გადაწყვეტილების გამოქვეყნებამდე პრემიერ-მინისტრმა ევროპული საბჭოს ლიდერებს წერილებით მიმართა.
„ჩვენი ერი და ჩემი მთავრობა ელის, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები სტრატეგიულ და მომავალზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებას მიიღებენ ამ კვირაში, რაც მტკიცედ დააკავშირებს საქართველოს – ევროკავშირის მომავალ წევრ სახელმწიფოს, ევროპული დემოკრატიების ოჯახთან“, – აღნიშნულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელისადმი გაგზავნილ წერილში.