ამ წუთებში ნატოს სათაო ოფისში ნატოს გენერალური მდივნის და საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრის დაწყებამდე მხარეებმა გააკეთეს განცხადებები და ნატოს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ გამოხატა ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერა. ბრიუსელში ქართული დელეგაციის ვიზიტი დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრით დაიწყო.
ვიზიტს გიორგი კობერიძე აშუქებს.