ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ანკარაში

ანკარაში საქართველოს პრემიერის დახვედრის ოფიციალური ცერემონია იმართება.

ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის პრეზიდენტს ხვდება. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიზიტის დაწყებამდე განაცხადა, ეს ირაკლი ღარიბაშვილის პირველი სახელმწიფო ვიზიტია თურქეთის რესპუბლიკაში და ვიზიტის ამ დონემდე აწევა მიანიშნებს, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თურქეთის დღევანდელი ხელისუფლება საქართველოსთან ურთიერთობას. თურქეთში პრემიერ-მინისტრის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, ორმხრივი ურთიერთობების ყველა ძირითადი მიმართულება განიხილება, როგორც სავაჭრო-ეკონომიკური, ასევე რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში თანამშრომლობა. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საუბარი შეეხება ასევე რეგიონში არსებულ გეოპოლიტიკურ სიტუაციას.